მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ცდილობენ ისეთი გაკვეთილები ჩაატარონ, რომელიც მოსწავლეთა განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და გავა ყველა იმ მიზანზე, რაც ესგ-ის მიხედვით არის განსაზღვრული.
ამის დასტური, III კლასის მცირეკონტიგენტიანი ჯგუფი და მათი მიზანდასახული მასწავლებელი ნესტან მანასიანი გახლავთ. პედაგოგის ხელმძღვანელობით კლასში საინტერესო და სახალისო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი ჩატარდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად, მოსწავლეები ხალისით ჩაერთვნენ ყველა აქტივობაში, რათა თავიდანვე გათვალისწინებულიიყო მათი მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეები გავიდნენ ესგ-ის მიხედვით დასახულ მიზნებზე.
აღსანიშნავია, რომ აქტივობები იყო სახალისო და არადამღლელი. მოსწავლეები თავიდანვე აქტიურად და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ჩაებნენ საგაკვეთილო პროცესში.
გამოწვევის ფაზაზე, წინარე ცოდნის გასააქტიურებლად, კითხვების საშუალებით პედაგოგმა განსაზღვრა მოსწავლეების მზადყოფნა ახალი მასალის ასათვისებლად.
„გაკვეთილი იყო საუკეთესო“, - ასე შეაფასეს სკოლაში პედაგოგის, ნესტან მანასიანის გაკვეთილი.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ