მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დაბა ასპინძის საჯარო სკოლის პედაგოგები, იმ მიზნით, რომ მოსწვალეებს კითხვა შეაყვარონ და ლიტერატურისადმი ინტერესი გაუღვივონ, თამაშებით სწავლებას მიმართავენ.
ამის დასტურია, მე-5ა კლასში მიმდინარე პროექტი - „წაიკითხეთ, განიხილეთ, ითამაშეთ“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სურვილით არიან ჩართულნი.
ამჯერად, მოსწავლეებმა იმუშავეს ეგზიუპერის წიგნზე - „პატარა უფლისწული“. ბავშვებმა წაიკითხეს ნაწარმოები, ისაუბრეს მის მთავარ არსზე, განიხილეს, თავიანთი შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარეს და მხიარული აქტივობით ნაწარმოების მთავარი გმირი განასახიარეს.
მოსწავლეებისთვის აქტივობა დასამახსოვრებელი, შთაბეჭდილებებით სავსე და მხიარული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ