მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა მწუხარებას გამოთქვამს სკოლის დირექტორის, ლამარა კოხრეიძის გარდაცვალების გამო. ის წლები ღირსეულად ემსახურა სკოლასა და ღირსეული თაობების აღზრდას.
„მოძღვართმოძღვარი, ბრძენი მესაჭე, სანდომიანი და ღირსეული“, - ამ სიტყვებით ახასიათებენ მას სკოლაში.
„მოდის საქართველო ამაყი, ბრძენი
რწმენის ცისარტყელა ჩანგივით ჟღერს
თოვლივით თეთრი, ნათელი, წრფელი
მასწავლებელი წინამძღვრობს ერს“
... მასწავლებელი სინათლისა და სიყვარულის შუქურაა, რომელიც გზას უნათებს მომავალ თაობებს, აზიარებს სიბრძნესა და სიკეთეს. განთიადის საჯარო სკოლის მოძღვართმოძღვარი, ბრძენი მესაჭე, სანდომიანი და ღირსეული ქალბატონი წლების განმავლობაში სათავეში ედგა ცოდნის ტაძარს, დიდი რუდუნებით დასტრიალებდა თავს სკოლას, ძალასა და ენერგიას არ იშურებდა. უფალმა გამოარჩია რჩეულთა შორის რჩეული და უკვდავების გვირგვინით განაბრწყინა. მისი მიზანი იყო განთიადის საჯარო სკოლას სამშობლოსთვის ღირსეული ადამიანები აღეზარდა. პრინციპული ქალბატონი, ღიმილით გაცისკროვნებული, ზოგჯერ მკაცრი, ზოგჯერ ლმობიერი, სხვისი ჭირისა და ვარამის გამზიარებელი, უხვად გასცემდა სითბოსა და სიყვარულს. სწორედ ეს დიდი სიყვარული პედკოლექტივისა და მისი აღზრდილებისა მიაცილებს მას ზესთასოფლისკენ.
„ვინ აღვიდეს და დადგეს მთათა წმინდათა
უბრალოი ხელითა და წმინდაი გულითა“.
... უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
„ეტალონის“ გუნდი უსამძიმრებს ოჯახსა და სკოლას და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა დოკუმენტები დაგჭირდებათ ექსტერნატის გამოცდაზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ