მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების მინისტრის ბრძანებით, განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების წესი.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული ცვლილებისთვის, სკოლამ უნდა მიმართოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს - განაცხადის ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საჯაროდ. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია განაცხადთან ერთად ცენტრში წარადგინოს საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილებისთვის განსაზღვრული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცენტრის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვიზიტის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ იმავე მუნიციპალიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო საქმიანობის მისამართის/ფართის ცვლილების ადმინისტრაციული წარმოებისას შემოწმების ფარგლები.
დოკუმენტაციის შესწავლისა და ვიზიტის შედეგად დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტი და წარედგინება ცენტრს, რომელიც ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალურ შესაბამისობას ამ დებულების მე-12 მუხლის მე-3 და მე-16 მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებთან. შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, დასკვნის პროექტი ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას. საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტის ფორმალური შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს უკან უბრუნდება დასკვნის პროექტი.
პროექტის გაცნობიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ცენტრში წერილობით წარადგენს არგუმენტირებულ პოზიციას დასკვნის პროექტში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ეგზავნება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის პროექტში ასახული შეფასება კონკრეტულ სტანდარტთან/სტანდარტებთან მიმართებით განსხვავდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითშეფასებისაგან და დაწესებულება იზიარებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის შეფასებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია არგუმენტირებულ პოზიციასთან ერთად წარმოადგინოს სტანდარტთან/სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის გეგმა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის მიერ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო დასკვნის ჩამოყალიბებისას. ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნას ცენტრი უგზავნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
გადაწყვეტილება მიიღება ცენტრში განაცხადის წარდგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც