მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლაში მოსწავლეებს არა მხოლოდ საგნობრივ დისციპლინებს ასწავლიან, არამედ სიკეთის კეთებას ასწავლიან და სწორ ღირებულებებს უნერგავენ.
ახლახან, სკოლას ესტუმრა შემოქმედებითი ჯგუფი საქველმოქმედო პროექტით - „კულტურის ფესვები სკოლებში“.
ხელოვნების ნიმუშებისა და ხელნაკეთი ნივთების შემქმნელ- მესვეურებმა: მაკა სამნიაშვილმა, ნონა პაპაშვილმა, მაია კაცაძემ, ირინა ჯინჭარაძემ და თეა ახვლედიანმა საინტერესო მასტერკლასები ჩაუტარეს სკოლის მოსწავლეებს:
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობდა სკოლის დირექტორი ლალი მელივა და სახივითი ხელოვნების პედაგოგი ქეთი დევზონაზაშვილი.
მოსწავლეები დიდი ინტერესით შეუდგნენ მათთვის სახალისო „არტის“ შექმნას და შედეგითაც კმაყოფილნი დარჩნენ.
ამგვარი მასტერკლასები თითოეულ მოზარდს უქმნის მოტივაციას, საკუთარი შრომით, კრეატიული მიდგომებით მოიპოვონ დამატებითი შემოსავლის წყარო. ჩაატარონ საქველმოქმედო აქციები ორიგინალური ნივთების გამოფენა-გაყიდვის ფორმატით.
სკოლის დირექცია და პედაგოგები მადლობას უხდიან პროექტისა და იდეის ავტორს - ნინი ნამგალაურს საქველმოქმედო ინიციატივაში ჩართულობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა