მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად, სახალისოდ და შემოქმედებითად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-4 კლასში საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილი ლექსზე - „ციყვის სუპერმარკეტი“, დაფუძნებით, საგნების: ქართულია და მათემატიკის ინტეგრირებით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა თემიდან გამომდინარე შეისწავლეს ახალი, უცნობი სიტყვები და ინსცენირება მოაწყვეს და გამართეს „ბაზრობა“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ აქტივობა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ მასში.
პედაგოგები მოსწავლეებს მადლობას უხდიან ჩართულობის, აქტიურობისა და შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა