სიახლეები
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი ინტელექტუალურ შეჯიბრში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
21-02-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ისინი ინტელექტუალურ კონკურსში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობდნენ. ამჯერად, სკოლაში სწორედ „ტვინების ბრძოლის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ 2023 წლის შემოდგომის სეზონის გამარჯვებული პედაგოგ ნათია ყანჩაველის სადამრიგებლო - მე-8 კლასის გუნდი „ჯვაროსნები“ დააჯილდოვეს. 

გუნდის წევრები არიან აკაკი წიტაიშვილი (კაპიტანი), ანდრია კოსტავა, მათე დარახველიძე, გიორგი ჯვარშეიშვილი და ცოტნე კოტორეიშვილი. მათ თასი, სიგელები, საზაფხულო ბანაკის საგზურები გადაეცათ. გარდა ამისა, სიგელით სკოლაც დაჯილდოვდა.

შეხვედრისას მოსწავლეებს წარმატება სკოლის დირექტორმა - გენადი მარგველაშვილმა, რესურსცენტრის წარმომადგენელმა - მარეხ გიორგაძემ, კლასის დამრიგებელმა - ნათია ყანჩაველმა, დირექტორის მოადგილე - ლია კუხიანიძემ და მე-8 კლასის სახელით - მარიამ ფრუიძემ მიულოცეს. 

სტუმრებსა და დამსწრეებს, გუნდის სახელით, აკაკი წიტაიშვილმა მადლობა გადაუხადა. ბოლოს, „ტვინების ბრძოლის“ წარმომადგენელთა მორთმეული გუნდის წევრების სურათებიანი ტორტი საზეიმოდ გაიჭრა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება