მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ჩემპიონატსა და ოლიმპიადაში აქტიურად ერთვებიან და წარმატებას აღწევენ.
ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა VIII ა კლასელი სოსო ცნობილაძე, რომელიც ჭადრაკში, ქალაქის ჩემპიონატზე მონაწილეობდა. მერვეკლასელმა ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა - მესამე ადგილი დაიკავა, რისთვისაც დიპლომი, მედალი და თასი გადაეცა.
მოსწავლის მწვრთნელი ბექა ხაჭაპურიძე, ხოლო დამრიგებელი ცირა კუბლაშვილი გახლავთ.
ქალაქის ჩემპიონატი, ჭადრაკში12 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
სკოლაში მოსწავლის წარმატებით ამაყობენ და მას კვლავ წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ სკოლის სახელით სოსოს ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წინსვლასა და გამარჯვებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ მხარს უჭერენ.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა