მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა საინტერესო პროექტსა და აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ისინი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დემოკრატიული მართვისა და სწავლების შესახებ საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ. მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საჭირო გამოცდილება მიიღეს.
აკადემიაში სწავლების ცენტრალურ ელემენტს, როგორც გვიყვებიან, ჰარკნესის მეთოდი წარმოადგენს, რომელიც დისკუსიას ეფუძნება და მოსწავლეებს ეხმარება დასაბუთებული მსჯელობის, ცნებებზე დაკვირვებისა და მათი ღრმა გააზრების უნარები განივითარონ.
ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს და მათ საჭირო ცოდნას სძენს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა