მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს საინტერესო აქტივობა მიეძღვნა.
სკოლაში აღნიშნეს, რომ 21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარებისა და წარმოჩენის მიზნით.
2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
კამპანიას, ბავრის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა ლადო ასათიანის, ანა კალანადაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, შოთა ნიშნიანიძის და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეთა შემოქმედება გააცოცხლეს.
დღე ემოციური, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა