მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და პროექტს - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხს“ შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტებისათვის ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
ტრენინგების მიზანი იყო ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტების პროფესიული განვითარებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა და მათი მომზადება საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესის განსახორციელებლად, ახალი სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის ექსპერტები გადამზადდნენ ოთხი მიმართულებით: კურიკულუმი, ხარისხის უზრუნველყოფა, კვების დარგი, სანიტარია და ჰიგიენა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ