მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აქტიურად აღნიშნავენ.
8 თებერვალს, მე-5 ა კლასის მოსწავლეებმა, დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მის პატივსაცემად საბრძოლო დიდების ეროვნულ მუზეუმში შესანიშნავი ისტორიული კომპოზიცია მოაწყვეს.
კლასის დამრიგებელი მ. ხელაძე, ხოლო საგნის მასწავლებელი ნუნუ ფულარიანი გახლავთ.
აღნიშნულ დღეს, მათ ქვეყნის ისტორიისა და დიდი წარსულის შესახებ ცოდნა წარმოაჩინეს, მოძიებული ინფორმაციები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„მათ ასევე გამოავლინეს მადლიერება და მოტივაცია იმისა, რომ უნდა მოვუაროთ საქართველოს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, 8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა