მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსის“ პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწავლეებს კულტურული ღირებულებები ჩამოუყალიბონ და ხელოვნებისადმი პატივისცემის გრძნობა და ინტერესი გააღვივონ.
სწორედ ამ მიზნით, მე-5ა კლასის „ჰელიოსელებისთვის“ უკვე ტრადიციად იქცა თეატრში ვიზიტი, სცენაზე გაცოცხლებული პიესების ყურება და მსახიობების მაღალი საშემსრულებლო ოსტატობის ხილვა.
„იცოდით, რომ თეატრის ძველი ქართული სახელწოდება სახილველი იყო აი, მეხუთეკლასელმა „ჰელიოსელებმა“ კი იციან და ხშირადაც სტუმრობენ თეატრს დადებითი ემოციებისთვის და განტვირთვისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ ახალგაზრდები თეატრისადმი ინტერესს გამოხატავენ.
ამჯერად, მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ და იხილეს სპექტაკლი - „ფრთხილად ადამსები“.
თეატრიდან დაბრუნებულმა მოსწვალეებმა კი, საკლასო ოთახში ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა