სიახლეები
სკოლები

„მეცნიერების როლი თანამედროვე მსოფლიოში“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში უნივერსიტეტის პროფესორმა ლექცია ჩაატარა
21-02-2024
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კაბინეტში, ქიმიის სასკოლო კვირეულის ფარგლებში, ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა გაიმართა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები შეხვდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ გახოკიძეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრის ინიციატორი იყო ქიმიის მოყვარულთა კლუბის ხელმძღვანელი, ქიმიის პედაგოგი - თეა ქვრივიშვილი და საბუნებისმეტყველო კათედრა, რომელსაც ზურაბ გოგოლაძე ხელმძღვანელობს.

დოქტორმა, ჩაატარა ლექცია თემაზე - „მეცნიერების როლი თანამედროვე მსოფლიოში“, რამაც მოსწავლეთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ გიმნაზიის ქიმიის მოყვარულთა კლუბის წევრები, უფროსკლასელები და პედაგოგები, ძალიან საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

მომხსენებელმა ისაუბრა მნიშვნელოვან საკითხებზე, ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე, სურსათის უვნებლობაზე, დამსწრე საზოგადოებას გააცნო ქიმიის როლი ჩვენს ყოველდღიურობაში.

შეხვედრის მიწურულს კი, გაიმართა საინტერესო დისკუსია, მოსწავლეთა ჩართულობით.

„ჩვენი გიმნაზიის მიზანია უფროსკლასელებს გაუკვალოს გზა მომავალი პროფესიისკენ და ყველა სფერო სიღრმისეულად გააცნოს მათ“,- ამ მოტივით კი, გიმნაზია განაგრძობს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება