მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში განათლების ექსპერტს უმასპინძლეს.
გიმნაზიის ბიბლიოთეკაში გაიმართა პედაგოგებისა და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა შეხვედრა განათლების ექსპერტთან, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის (EPPM) პრეზიდენტ თამარ სანიკიძესთან.
ექსპერტმა ისაუბრა თანამედროვე განათლებასა და მის მახასიათებლებზე, ეროვნული ზოგადი განათლების სისტემასა და მის გამოწვევებზე, მოსწავლეთა მზაობაზე საუნივერსიტეტო სწავლებისთვის და უმაღლესი და პროფესიული განათლების პერსპექტივებზე, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე.
ასევე საუბარი შეეხო ბოლონიის პროცესის მიმდინარეობას საქართველოში და გაცვლით საუნივერსიტეტო საერთაშორისო პროექტებს, ევროკავშირის პროგრამა Erasmus+ - ში სტუდენტთა ჩართულობას, განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თამარ სანიკიძემ უპასუხა მოსწავლეთა და პედაგოგთა საინტერესო და მნიშვნელოვან შეკითხვებს საგანმანათლებლო საკითხებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დაწყებამდე განათლების ქსპერტი შეხვდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, მოუსმინა მათ მიერ შესრულებულ ქართულ საგალობლებს.
„დასასრულს ქალბატონმა თამარმა მადლობა გადაუხადა გიმნაზიის ხელმძღვანელობას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გულთბილი მასპინძლობისათვის, აღნიშნა გიმნაზიის განსაკუთრებული როლი საგანმანათლებლო სივრცეში, აღუთქვა, რომ კვლავ ესტუმრება გიმნაზიას და გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი