მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში ლიტერატურისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში მე-6 კლასელების საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მოსწავლეების საყვარელ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეეხებოდა.
მოსწავლეებმა, სხვადასხვა მწერლის შემოქმედება განიხილეს და დამსწრე საზოგადოებას თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
ბესო ქვარცხავამ „პადინგტონზე“, ისაუბრა; ანა ახალაიამ წიგნი - „ბრძენი მოხუცი“, განიხილა; იოანა ქაჯაიამ ნაწარმოები - „ჭორიკანა ქალის და დალაქრას ამბავი“ წარუდგინა საზოგადოებას; ელენე კოკაიამ წიგნიზე - „ძმები გრიმები“ ისაუბრა; ლიზი ფუტკარაიამ „ძუნწი მდიდარი და ღარიბი გლეხი“ განიხილა; ხოლო მარი ჯანაშიამ წიგნი - „ბიძია სევას ამბავი“ წარადგინა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა დიდი სიამოვნებით უპასუხეს დამსწრეთა კითხვებს, აღნიშნული ღონისძიება წიგნის კლუბისთვის ძალიან საინტერესო და ხალისიანი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა