მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
დიდი ქართველი შემოქმედის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო 20 თებერვალს ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში გაიმართა.
ღონისძიებაში მიწვეულ სტუმრებთან ერთად მონაწილეობდნენ ადგილობრივი ანსამბლები და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლები, მათ შორის გუდაურის საჯარო სკოლის მერვეკლასელები.
ბავშვებმა მცირე კომპოზიცია წარადგინეს ალ. ყაზბეგის ნაწარმოებიდან - „ხევისბერი გოჩა“. კომპოზიციაში წარმოდგენილი იყო ქორწილის სცენა მოხეური ელემენტებით, ცეკვა ყაზბეგური და ალექსანდრე ყაზბეგის პოეზიიდან აღებული ლექსები. ბავშვების გამოსვლამ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრებსა და მაყურებლებში.
სკოლაში მოსწავლეთა სასცენო ოსტატობა და შემართება ახარებთ.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ალექსანდრე ყაზბეგის - „ხევისბერ გოჩას“ და ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმს. განიხილეს და შექმნეს პატარა კომპოზიცია და წარმატებით გამოვიდნენ ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე“,- გვიყვება კლასის დამრიგებელი ცისანა ქვრივიშვილი.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა