მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, პედაგოგები მათ საინტერესო გასვლით აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიებს სთავაზობენ.
18 თებერვალს, სავანეთის საჯარო სკოლის მე-8გ კლასის მოსწავლეები ისტორიის პედაგოგის - ლამზირა ოსეფაშვილის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ.
ექსკურსიას საგანმანათლებლო დატვირთვა ჰქონდა და შემეცნებითი ხასიათის იყო.
ბავშვები აღნიშნულ დღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ინფორმაციებს გაეცნენ, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
ექსკურსიამძღოლი მოსწავლეებს დროდადრო კითხვებს უსვამდა, მოსწავლეები კი პასუხობდნენ. მათ ცოდნას შეემატა ქსკურსიამძღოლის ნაამბობი კადრები და ეპიზოდები.
„საინტერესო სანახავი იყო ჯარისკაცების ფარაჯა, ციხის კარი, ასევე, მარო მაყაშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების ეპიზოდები, ათასობით დახვრეტილი ადამიანების ისტორია, გვარები, რომლებიც ამოიკითხეს მოსწავლეებმა დახვრეტილ ჯარისკაცთა სიებში. ექსკურსიამძღოლი მოსწავლეებს ესაუბრა მე-11 წითელი არმიის შემოსვლაზე, გიორგი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის გმირობასა და დამსახურებაზე, სერგო ორჯონიკიძის მოღალატეობრივ ქმედებაზე. ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს ბავშვებმა „შეთითხნული ოქმების“ შესახებ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ 25 თებერვალს აღნიშნული კლასი აპირებს ღონისძიების გამართვას საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით. მუზეუმში ნანახი და მოსმენილი კადრები, როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებს ინფორმაციის სრულფასოვნად აღქმაში დაეხმარება.
„ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე მოსწავლის ცოდნა ხარისხიანია, როცა შეძლებს ახალ სიტუაციებთან, ცვალებად მოთხოვნილებებთან ადაპტირებას, ნასწავლის დაკავშირებას პრაქტიკასთან, ტრანსფერს, ცოდნის ქმედებაში გადატანას. შემეცნებითი სახის ექსკურსია მოსწავლეებს სიღრმისეულად გააზრებასა და დიდხანს დამახსოვრებაში ეხმარება, უვითარებს განსჯის, კრიტიკული აზროვნების და კომუნიკაციის უნარებს, ეს კი ის უნარია, რომელიც დაეხმარება პრობლემების გადაჭრასა და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოოტები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა