სიახლეები
სკოლები

„ჯუზეპე ვერდის შემოქმედება და ბიოგრაფია“ - წყალტუბოს N4 სკოლის VI კლასში, მუსიკაში საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა
22-02-2024
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული. პედაგოგები მოსწავლეებს მათ ინტერესებზე მორგებულ საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, VI კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი მუსიკაში, თემაზე - „ჯუზეპე ვერდის შემოქმედება და ბიოგრაფია“. 

საგნის პედაგოგი ხათუნა იობაშვილი, დამრიგებელი კი ფატმან თუთბერიძე გახლავთ.

გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, ვიდეოპრეზენტაციითა და პოსტერებით.  მოსწავლეებმა კლასში ასევე წარადგინეს თავიანთი ნამუშევრები - ჯუზეპე ვერდის პორტრეტები.

საგაკვეთილო პროცესში, როგორც გვიყვებიან, ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

მათ საინტერესოდ განიხილეს ჯუზეპე ვერდის ოპერები: „აიდა“ და „ნაბუქო“. მოსწავლეებმა: ბარბარე ფანცხავამ, ქრისტინე ვარდანიძემ, გაბრიელ დადუნაშვილმა, ანა იობიძემ, მურთაზ კიკალიამ, თეკლა ბენიძემ, ისაუბრეს ოპერების შექმნის დეტალებსა და შინაარსზე.  

საჩვენებელ გაკვეთილს ესწრებოდა დირექტორი მაია ქობულია, დირექტორის მოადგილე გურამ ჩიხლაძე და კლასის ხელმძღვანელი ფატი თუთბერიძე.

„მათ აღნიშნეს ბავშვების სიღრმისეული ცოდნა მუსიკის ისტორიაში და რაოდენ საინტერესო და აუცილებელია ვიცნობდეთ მუსიკის კორიფეებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება