სიახლეები
სკოლები

თბილისის N67 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
22-02-2024
-
+


თბილისის N67 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს წიგნების სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.

სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის 1-ელი, მე-5 და მე-9 კლასების მოსწავლეები პროექტში - „ჩვენ ვკითხულობთ ვეფხისტყაოსანს“ მონაწილეობდნენ, რომლის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასების პედაგოგი ეკა ფეიქრიშვილი გახლდათ.

მათ „ვეფხისტყაოსნიდან“ სხვადასხვა მონაკვეთი წაიკითხეს და იმსჯელეს.

აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება