„მერხი მოსწავლის გარეშე“- თბილისის N46 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო სპექტაკლი გაითამაშეს
22-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის N46 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი გამორჩეული და საინტერესო აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროექტის ფარგლებში, თემით - „ბულინგი“ სპექტაკლი - „მერხი მოსწავლის გარეშე“ გამართეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპექტაკლზე მუშაობისას, მათ ბევრი გამოწვევა შეხვდათ, მაგრამ გუნდური მუშაობის პრინციპით, თავი ყველაფერს ღირსეულად გაართვეს.
სპექტაკლის მომზადებაში სასკოლო საზოგადოების სამივე რგოლი - მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობელი, როგორც დადგმის მთავარი რეჟისორი, მონაწილეობდა.
მათ საკუთარი რესურსით შექმნეს პიესა, გაინაწილეს როლები, მიიღეს გამოცდილება სცენოგრაფიის შემდეგ დარგებში: დეკორაცია, ინვენტარი, აფიშა, სამოსი, სასცენო ეფექტების საშუალებით, სპექტაკლის მხატვრული სახის შექმნა, ტექნიკური რეჟისურა, რეჟისორული ხერხები.
აქტივობა პედაგოგების ნინო კობახიძის, მანანა მესხის, ნინო ცაგარეიშვილისა და მაკა პაპაშვილის ჩართულობით განხორციელდა.
„მათ მოიძიეს და შეისწავლეს ზღვა მასალა და სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობამ თითოეულ მონაწილეს წარუშლელი შთაბეჭდილება დაუტოვა. სპექტაკლის შემდეგ გაიმართა დიალოგი მაყურებელთან, გაჟღერდა ნეგატიური დამოკიდებულება ამ მოვლენის მიმართ (ჩაგვრა, დისკრიმინაცია). გამოითქვა სურვილი ბედნიერი, ლაღი, მეგობრული და სიყვარულით სავსე ურთიერთდამოკიდებულებისა ყველანაირი ბულინგის გარეშე“,- ამბობენ სკოლაში.