სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის წარმატება საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე 
22-02-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში თეატრალური დასის წარმატებას აღნიშნავენ. 

ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ქუთაისის კულტურის ცენტრის სცენებზე, მოზარდ- მაყურებელთა დამოუკიდებელი ახალგაზრდული თეატრის „მარჯანიშვილელების“ ორგანიზებით, საერთაშორისო ფესტივალი „N - ოვაცია“ ჩატარდა.

ფესტივალის მიზანი იყო, არაფორმალური განათლების ფარგლებში, სასკოლო თეატრალური დასების ჩამოყალიბება, სამსახიობო ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების გამოვლენა, მოზარდი თაობის სულიერი აღზრდა და სკოლის შემდგომი დროის რაციონალურად გამოყენება.

ქუთაისის N32 საჯარო სკოლა ფესტივაზე საინტერესო სპექტაკლით წარდგა. სკოლამ წარმოადგინა თანამედროვე მწერლის - თამრი ფხაკაძის მოთხრობის - „გიო“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი.

ინსცენირების რეჟისორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლალი კაშია.

ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ. სპექტაკლის შეფასებისას მთავარი ყურადღება ექცეოდა წარმოდგენის იდეურ-თემატურ ჩანაფიქრს, მონაწილეთა სამსახიობო ოსტატობასა და გამართულ მეტყველებას.

ქუთაისის საერთაშორისო ფესტივალზე „N - ოვაცია“ ქუთაისის N32 საჯარო სკოლამ დიდ წარმატებას მიაღწია. კერძოდ, ლალი კაშია დაჯილდოვდა ნომინაციაში - „წლის რჩეული პედაგოგი“. ნომინაციაში -„ორგანიზატორების რჩეული“ დაჯილდოვდა მოსწავლე გიორგი აბულაძე. ხოლო სპექტაკლი - „გიო“ საუკეთესოდ დასახელდა ნომინაციაში „ქართული ეროვნული სულის საუკეთესო წარმოჩინება“. 

„ვულოცავთ თითოეულ მონაწილეს, მასწავლებელს, სკოლის დირექციას მიღწეულ წარმატებებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“  ბრძანება

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება