მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, სომეხი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. აღნიშნულ ღონისძიებაში სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ მწერლის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს და მოთხრობის - „ანუში“ ინსცენირება მოაწყვეს. ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ასევე ისაუბრეს მწერლის ღვაწლზე, შემოქმედებაზე და ქართველ მწერლებთან და მოძმე ერთან მის ურთიერთობაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების ორგანიზატორი სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ანჟელა ტონერიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა