მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, სამოქალაქო განათლების კლუბი Peak Of Changes/ცვლილებების პიკი აქტიურად ფუნქციონირებს. მისი წევრები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებსა და აქტივობებს დიდი მონდომებით ახორციელებენ.
ამჯერად, კლუბის ორგანიზებითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგ ირინა მიქავას ინიციატივით, სკოლაში, მე-7 ა კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით კარლ-პოპერის ფორმატის დებატები ჩატარდა (პირველი ტური და ნახევარფინალი).
მტკიცებითი გუნდი შედგებოდა მოსწავლეებისგან: ნიკოლოზ ბრეგვაძე, ნინი ქალდანი და ნინი აბრამიშვილი. ხოლო, უარმყოფელი გუნდი მოსწავლეებისგან: საბა ჭკადუა, ბარბარე სულხანიშვილი და მარიამ კენჭოშვილი იყო დაკომპლექტებული.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ კლუბის წევრები: ლუკა შაინიძე, ზუკა ბრეგვაძე,მარიამ წიფიანი და საბა მანაგაძე.
ბავშვებმა აღნიშნულ დღეს საინტერესოდ, არგუმენტირებულად იმსჯელეს, მოსაზრებები გამოთქვეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
დებატებს ესწრებოდნენ ასევე მე-7 ა კლასის დამრიგებელი მარიკა ფოჩხიძე, სკოლის დირექტორის მ/შ ნინო დევნოზაშვილი, მშობელი-ნინო კარგათელი და მე-11 კლასის მოსწავლეები.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს არგუმენტირებულად მსჯელობის უანრებს უვითარებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი