მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული და წარჩინებული თაობა აღზრდილა, რომელთა მიღწევებიც პედაგოგებისთვის სასიხარულო და საამაყოა.
ამჯერად, სკოლა მოხარულია გვამცნოს წარჩინებული, 7 კურსდამთავრებულის წარმატება, რომლებიც მაღალი აკადემიური მოსწრებისა და სკოლის უმაღლეს ნიშნებზე დასრულებისთვის ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.
აღსანიშნავია, რომ დაჯილოებას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საკრებულოს წევრები: გია ბასილაძე, მამუკა რიჟამაძე, სოსო კოღუაშვილი, ბექა ქებულაძე, აკაკი გიორგაძე დაესწრნენ.
ოქროს მედლები გადაეცათ: თამარი გიორგაძეს, თამარი თათვიძეს, ნუცა კაკუშაძეს, ანი სულაქველიძეს, ნინი ღიბრაძეს, ანი შალამბერიძეს და მარიამ შარვაშიძე.
ახალგაზრდებს სკოლაში ულოცავენ მიღწეულ შედეგს და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებენ.
„გისურვებთ მომავალ წარმატებებს და თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა