მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
ამ დღესთან დაკავშირებით, გამომსახველობითი კითხვისა და შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით მე-3 კლასში, რომლის დამრიგებელიც ნ. ჯავახიშვილი გახლავთ, ჩატარდა როლური თამაშები ჭაბუა ამირეჯიბის - „დროის ფასის“, როდიონ ქორქიას - „კარგი ოინისა და ეზოპეს - „ორი ამხანაგის“, მიხედვით.
მეოთხეკლასელებმა კი, დამრიგებელის ნ.გიგოლაშვილის ხელმძღვანელობით, სადამრიგებლო საათზე აიმაღლეს ცნობიერება მშობლიური ენის შესახებ, გაეცნენ ქართული ანბანის განვითარების საფეხურებს და ასომთავრულით დაწერეს თავიანთი სახელები.
მშობლიური ენის ფენომენის შეცნობასა და გააზრებას ისახავდა მიზნად სკოლის ბიბლიოთეკაში (ბიბლიოთეკარი- ე. ბოტკოველი) ჩატარებული ღონისძიება - „დედაენა- ენა სულისა და გულისა“.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ნაწყვეტები გ. მთაწმინდელის თხზულებიდან - „ცხორებაი იოვანესი და ეფთვიმესი“, მ. ჯავახიშვილის მოთხრობიდან - „მიწის ყივილი“, რ. გაბრიაძის - GEDEVANI და ნახეს ფრაგმენტები ფილმიდან - „ფესვები“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები დარწმუნდნენ, რომ დედაენას სასწაულმოქმედი ძალა აქვს, მას შეუძლია მძიმე სენისგან განკურნოს ადამიანი, აღუდგინოს მეხსიერება, მიანიჭოს სასიცოცხლო ენერგია. მათ გაიაზრეს გოგებაშვილის სიტყვები:„დედა-ენა როდი ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლაც ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმად გამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა და რბილში, მთელს მის ბუნებაში“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა წაიკითხეს ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები ქართულის, როგორც მშობლიური ენის შესახებ. ღონისძიებას დაესწრნენ და მასში მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები; დ. შიშმანაშვილი, თ. აბულაძე და ე. სოთიროვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ მეშვიდეკლასელებმა შექმნეს პოსტერები: „ქართული ჩემი დედაენაა“ და „ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს“, აქტივობას კი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ე. სოთიროვი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანება
ბაღის აღმზრდელები, მასწავლებლები და მოსწავლეები ჯილდოს ან საპატიო წოდებას მიიღებენ - რა წერია მუნიციპალურ ბიუჯეტში
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა