მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N198 საჯარო სკოლის საზოგადოება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და გამრავალფეროვნებაზე აქტიურად ზრუნავს.
საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა, დაწყებითი კლასის მასწავლებლები და სსსმ მოსწავლეთა მშობლები ჩართულნი იყვნენ Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - The School-Lab's initiative – Empowering Georgian Schools, ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობების შედეგად შეიქმნა ელექტრონული პლატფორმა - https://specialeducation.ge/about, რომლის მიზანია ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე სსსმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებული რესურსების შექმნა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC-ის მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორთა ჯგუფი და არა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ან მისი პარტნიოი ორგანიზაციები.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ვებ-გვერდზე განთავსებული 4 დონის კრებული, სამუშაო ფორმები, პოსტერები, გზამკვლევები განკუთვნილია იმ სსსმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ალტერნატიული ან სენსორული ეროვნული სასწავლო გეგმის საფუძველზე ან ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო ესაჭიროება უფრო მარტივი, ადაპტირებული სასწავლო მასალა, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს უფრო ფუნქციურსა და სახალისოს გახდის. მათი გამოყენება, შესაძლებელია, როგორც სსსმ მოსწავლეებისთვის, ასევე, ტიპური განვითარების მქონე ბავშვებისა და მოსწავლეებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონული რესურსები ხელს შეუწყობს სსსმ მოსწავლეებს და მხარს დაუჭერს მათ სასწავლო პროცესში. დაეხმარება, შეიძინონ ახალი უნარები და გაიღრმავონ ცოდნა.
„გადადით გვერდზე, გაეცანით კრებულებს და თქვენი მოსწავლეების თუ შვილების სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახადეთ“, - ამ მოწოდებით, სკოლაში აქტიურად განაგრძობენ მუშაობას.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი