მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას, გამხიარულებასა და მათთვის სასკოლო ცხოვრების თავგადასვლებით სავსე სამყაროდ ქცევას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლას ჯამბაზები სტუმრობდნენ .
სკოლაში აღნიშნეს, რომ ერთი შეხედვით მუდამ მხიარული ჯამბაზი შესაძლოა, სულაც არ იყოს მუდამ მხიარული. ბავშვებს ის ძალიან უყვართ. ფერადი, სასაცილო, ხალისიანი – როგორ შეიძლება, ვინმეს ჯამბაზის დანახვა არ უხაროდეს.
მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ ჩვეულებრივ, ჯამბაზი საცირკო კომიკოსია. ჯამბაზისთვის დამახასიათებელი ვიზუალი არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მოზარდებსაც ართობს. მათ წითელი ცხვირი აქვთ და ფერადი ტანსაცმელი აცვიათ. ალბათ, ჯამბაზი ასეთი უნდა იყოს – მხიარული და თანაც სევდიანი, გულახდილი და თან იდუმალი, კარგი მეგობარი, მესაიდუმლე – ამიტომაც მოსწონთ ბავშვებს ისინი.
მრავალჯერ შეხვედრილან მოსწავლეები ჯამბაზებს, თუმცა ამჯერად, საყვარელ გმირებთან ჩახუებაც კი შესძლეს.
„არაერთხელ უნახავთ ჩვენს პატარებს ისინი ,თუმცა დღეს მიეცათ საშუალება ჩახუტებოდნენ, მათთან ერთად საცირკო ნომრები შეესრულებინათ და ეთამაშათ. გახალისდნენ უფროსებთან ერთად და ეს დღე იქცა მათთვის მართლაც დღესასწაულად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი