მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი ღონისძიებებით აღინიშნება.
ამ მხრივ, პირველი სემესტრიც დატვირთული იყო. მათ შორის, სკოლაში მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, პროექტი - „მოსწავლე მასწავლებელი“, ჩატარდა. მის ფარგლებში, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა მასწავლებლის როლი ერთი დღით მოირგეს და საინტერესო გამოწვევას შეეჭიდნენ.
როლები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: მოსწავლე-დირექტორი IX კლასის მოსწავლე გიორგი ზარქუა იყო, სასწავლო ნაწილის გამგე კი XI კლასის მოსწავლე სალომე ხურცია.
მოსწავლეებმა გაკვეთილები II-VI კლასებში ჩააატარეს. გაკვეთილების მსვლელობას მოსწავლე-დირექტორი და მოსწავლე-სასწავლო ნაწილის გამგე აკვირდებოდნენ. სკოლაში დისციპლინაზე პასუხისმგებლები მორიგე მოსწავლე-მასწავლებლები იყვნენ.
მოსწავლეები აღნიშნულ დავალებას პასუხისმგებლობითა და მონდომებით მოეკიდნენ. საგნის მასწავლებლების დახმარებით, მოამზადეს გაკვეთილის გეგმები და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილეები ჩაატარეს.
დღის ბოლოს, მოსწავლე-დირექტორმა და მოსწავლე-მასწავლებლებმა განვლილი დღე შეაჯამეს. განიხილეს ჩატარებული გაკვეთილები. ასევე, შთაბეჭდიებები და ემოციები ერთმანეთს გაუზიარეს.
სკოლის დირექტორმა - ნატო ბენდელიანმა მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივა მოიწონა და მონაწილე მოსწავლეებს, მონაწილეობისა და ჩართულობისათვის, მადლობა გადაუხადა.
„ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ეს დღე საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა მათთვის. დაინახეს, როგორი საპასუხისმგებლო ყოფილა თუნდაც ერთი გაკვეთილის ჩატარება, რამდენი რამის ცოდნაა აუცილებელი, რომ მოსწავლის ნდობა გაამართლო, როგორ უნდა გათვალოს მასწავლებელმა ყველა წუთი და წამი, რომ მოტივაცია არ დაიკარგოს მოსწავლეებში... და მიუხედავად ამ სიძნელეებისა, თურმე, რა საოცარი მუხტია ბავშვებთან მუშაობა და რამდენად დიდი დადებითი ენერგია მოაქვს ამ ყველაფერს შენამდე“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი