მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით არაერთ საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრში, განათლების განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები - თამარ შარაბიძე, ინგა სანიკიძე და მამუკა ჭანტურაია ესტუმრნენ და ალექსანდრე ყაზბეგის, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ დღეს, სიონის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სხვადასხვა სახის, მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას. მათ მწერლის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძეს, ასევე იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო, შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული და საინტერესო იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი