მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიის ხარისხაინ სწავლებას და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო კათედრისა და ხელოვნების კათედრის ერთობლივი თანამშრომლობით ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით - „მე ასეთი საქართველო მინდა!“- მიძღვნილი 1921 წლის 25 თებერვლისადმი.
ღონისძიება შედგებოდა ორი ნაწილისგან: თემატური კონფერენცია და ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა შესრულებული ნამუშევრების შიდასასკოლო კონკურსს.
მოსწავლეებმა 25 თებერვალის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ისაუბრეს.
მოსწავლეებმა ასევე, კონკურსისთვის საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და საკითხის ცოდნა და შემოქმედებითობა წარმოაჩინეს. დასახელდა კონკურსის გამარჯვებულებიც.
პედაგოგი შორენა ჟღენტი მადლობას უხდის ყველას, ვუსაც ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში მიუძღვის წვლილი.
„ჩვენ მადლობას ვუხდით ღონისძიებაში ჩართულ ყველა მოსწავლეს! ყველა მასწავლებელს თანამშრომლობისთვის! აუდიტორიას უკუკავშირისთვის! და ვულოცავთ კონკურსის გამარჯვებულ მოსწავლეებს საპრიზო ადგილებს!
გისურვებთ ყველას ერთიან, თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოში ბედნიერ და წარმატებულ მომავალს!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
გოგოლესუბნის საჯარო სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, მოსწავლეები იცნობდნენ საქართველოს ისტორიას, რადგან ამ ქვეყნის მომავალი სწორედ მათი ასაშენებელია.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი