სიახლეები
სკოლები

მშობლიური ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება სათხის საჯარო სკოლაში
26-02-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, მე-10 კლასის მოსწავლეებმა  სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ელენა გინოსიანის ინიციატივით მოაწყვეს ღონისძიება.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ჩატარდა პატრიოტულ ატმოსფეროში და ემსახურებოდა მიზანს - მშობლიური ენის მნიშვნელობისა და არსის სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარებას. 

ღონისძიებაში მონაწილე თითოეულმა მოსწავლემ გააცნობიერა, რომ მშობლიური ენის შენარჩუნება ყველას მოვალეობაა.

 „ყველამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის მემკვიდრეობით მიღებული მშობლიური ენა ბროლის სიწმინდით გადასცეს თაობებს“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა და პედაგოგმა სასკოლო საზოგადოებას, ინფორმაციული, დასამახსოვრებელი და სასიამოვნო ღონისძიება შესთავაზეს. 

იხილეთ ვიდეოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია ვინ ჩაუტარებს აღმზრდელ-პედაგოგებს ტრენინგებს - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი

ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მეცრეკლასელებთან ჩატარდა ღია გაკვეთილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასა და ბიოგრაფიის შესახებ 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება