მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები აქტიურად აღინიშნება.
გამონაკლისი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეც არ ყოფილა.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, მე-5 და მე-6 კლასების მოსწავლეები ცნობილი სომეხი მწერლებისა და პოეტების ლექსებით, სიმღერებით წარდგნენ. მოსწავლეთა შემოქმედებითმა უნარებმა დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
ღონისძიები ორგანიზატორი სომხური ენის მასწავლებელი ზარუჰი ბდოიანი გახლდათ.
21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი