მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში, მასწავლებლის - ჟანნა ბახჩაგულიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მამაკაცთა დღეს მიეძღვნა.
ბავშვები ამ დღეს საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ - იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს, კი გოგოებმა ბიჭებს საჩუქრები გადასცეს. აღნიშნულმა საჩუქრებმა ბიჭები ძალიან გაახარა.
აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათთვის ეს დღე სახალისო აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი