მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისი აქტივობებით აღინიშნება.
სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც მშობლიური ენის საერთაშორისო დღე აღმოჩენილა. ამასთან დაკავშირებით, მე-7ბკლასი მოსწავლეებმა, ქართული ენის მასწავლებელ ნინო დგებუაძესთან ერთად, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების სამყაროში „იმოგზაურეს“. გარდა ამისა, გაიხსენეს ფარნავაზ მეფე, რომელმაც შექმნა „მწიგნობრობაი ქართული“, ისაუბრეს ქართული ანბანის განვითარების საფეხურებზე და ააგეს „ანბანის კოშკი“. ბოლოს, ნაწყვეტი ფილმიდან - „ფესვები“ ნახეს. აღნიშნეს, რომ „ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება, ფესვებიდან!“.
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე, ასევე აღნიშნეს პირველკლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ ნანა ლეჟავასთან ერთად. ამ დღეს შეუერთნენ, 1-ელი, მე-3ბ და მე-4ბ კლასის მოსწავლეები, ქართული ენის მასწავლებელ მარიზა კინწურაშვილთან ერთად. მნიშვნელოვანი თარიღი სასკოლო საზოგადოებას მე-7ა, მე-10ბ და მე-11ა კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ავლორა ომანაძე-ასლანიკაშვილთან ერთად, ხოლო მე-9 კლასელებმა ქართული ენის მასწავლებელ - ლეილა ჯიშკარიანთან ერთად მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა