მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
მათ შორის იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შეთავაზებული მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეული, რომელშიც სკოლა აქტიურად იყო ჩართული.
მედიაწიგნიერების დღე, სკოლის IX და X კლასებში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა. მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ, სადაც მათ საჭირო ცოდნა და ინფორმაცია მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ კვირეულში ჩართულობისთვის სკოლა სპეციალური პრიზებით დასაჩუქრდა.
მსგავს ღონისძიებებსა და პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საჭირო ცოდნას სძენს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა გამოცდებზე რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით NAEC ინფორმაციას ავრცელებს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
აქტივობას ხელმძღვანელობდა სომხური ენის მასწავლებელი, ისკუი ეღუნიანი