მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მთავრობის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების პირველადი დოკუმენტი უკვე მზადაა და მალე საჯარო განხილვები დაიწყება, რის შემდეგაც პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.
„განათლების მინისტრმა წარმოადგინა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი დოკუმენტი;
ზოგადი განათლების სისტემის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი სასკოლო გარემოს შექმნა, რომელიც ეროვნულ-პატრიოტულ სულისკვეთებაზე, პიროვნულ განვითარებაზე, ოჯახის ინსტიტუტის პატივისცემაზე, უნივერსალურ ეთიკურ პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე იქნება ორიენტირებული.
დოკუმენტში გაწერილია, რომ ზოგადი განათლების სისტემამ უნდა აღზარდოს მოქალაქე, რომელსაც გაცნობიერებული ექნება საკუთარი უფლება-მოვალეობები ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს წინაშე...
დაეუფლება სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და კულტურის სრულფასოვან ცოდნას, განმსჭვალული იქნება სახელმწიფოებრივი აზროვნებით პატრიოტიზმით, პატივს სცემს ეთინკურ და კულტურულ მრავალფეროვნებას და ექნება მარალი სახელმწიფოებრივი ცნობიერება.
უახლოეს დღეებში სამინისტრო დაიწყებს დოკუმენტის საჯარო განხილვას და საბოლოო სახით წარედგინება პარლამენტს დასამტკიცებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ