მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ოკუპაციის დღე გაიხსენეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - „გვახსოვდეს, რომ არ განმეორდეს“. სკოლის Vlll ა და VIII ბ კლასებში (დამრიგებლები თათია ივანეიშვილი და ლამარა სამნიაშვილი, საგნის მასწავლებელი იზოლდა ჯანგავაძე) მოეწყო თემატური ფილმის ჩვენება, რის შემდგომაც მოსწავლეებმა ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრეს და ერთხმად განაცხადეს - „არა ოკუპაციას“.
აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითია და ინტერესით მონაწილეობდნენ. მათ აღნიშნულ დღეს საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა