„ოქროს გოგონებს ოქროს მედლები“- ბათუმის N30 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით დაჯილდოვდნენ
26-02-2024
დაკოპირებულია
-
+
ბათუმის N30 საჯარო სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული და ახალგაზრდათა წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.
ამის ნათელი დასტურია ისიც, რომ მოსწავლეები სკოლას მედალზე ასრულებენ. ამჯერად, კურსდამთავრებულები - ხატია დევაძე, მარიამ ბარამიძე, ლელა დავითაძე, სესილი კახიძე და მარიამ ქარცივაძე კუთვნილი ოქროს მედლებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„ოქროს გოგონებს ოქროს მედლები. ვულოცავთ ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.