თბილისის N31 სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა
27-02-2024
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N31 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
სკოლაში 1921 წლის 25 თებერვალი გაიხსენეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღეს, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, კვირეული მიეძღვნა.
საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან დოკუმენტური ფილმის - „წითელი ოკუპაცია - თბილისის დაცვის ქრონიკა“ ჩვენება გაიმართა.
ფილმის ნახვის შემდეგ მოსწავლეებმა ნანახის შესახებ იმსჯელეს, 25 თებერვლის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.