„სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“ - ბორბალოს საჯარო სკოლაში საინტერესო დისკუსია გაიმართა
26-02-2024
დაკოპირებულია
-
+
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, საქართველოს გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, დისკუსია - „სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები ისტორიის პედაგოგ - ცირა ჯელიას ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თემატური ფილმები ნახეს, გამართეს დისკუსია, სამშობლოზე სხვადასხვა გამოჩენილი მწერლის შეხედულებები გაიხსენეს და ლექსები წაიკითხეს.
გარდა ამისა, მე-8 კლასის მოსწავლემ, ანასტასია ბარამიძემ თემაზე შტრიხკოდების გამოყენებით პლაკატი შექმნა.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.