მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.
მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, მე-5ბ კლასის მოსწავლეთა მათემატიკის მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული, სახალისო, ყველაზე „გემრიელი“ გაკვეთილი, რომელსაც მათემატიკის მასწავლებელი თამარ ვაჭარაძე ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა იყო - „წილადი რიცხვები“.
მოსწავლეებმა ბევრი მაგალითი განიხილეს, ელექტრონულად შეავსეს კითხვარები და დასასრულს მიღებული ცოდნა საგანგებოდ მომზადებული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად გამოიყენეს.
„მე ძალიან მიყვარს მე-5ბ კლასი“ - აცხადებს თამარ მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა