სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის ეზოში მოსწავლეები მწვანე სივრცეს აწყობენ
26-02-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ეზოში მწვანე სივრცის მოწყობის მიზნით, მცენარეები დარგეს. 

აქტივობა მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობითა და მიმდინარე პროექტის „მონაწილეობა სასკოლო სივრცის კეთილმოწყობაში“, ფარგლებში, გაიმართა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს და თვითმმართველობას ჰყავს მხარდამჭერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აიპ-ი. სკოლას, ხონის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის, მთავარი სპეციალისტის ბადრი ბახტაძის შუამდგომლობით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესას სანერგე მეურნეობიდან, გელა ზენაიშვილმა  საჩუქრად გადასცა მარადმწვანე მცენარეებისა და ხეხილის ნერგები. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობას აღნიშნული აქტივობის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა და ნერგების უფასოდ ტრანსპორტირებაში დაეხმარა, სკოლის კურსდამთავრებული პაატა სიმონიძე.

ყველას, ვინც ღონისძიების ჩატარებაში წვლილი შეიტანა, თვითმმართველობის და პროექტის ხელმძღვანელთა სახელით მადლობას უხდიან. ასევე მადლიერებას გამოთქვამენ, სკოლის ხელმძღვანელის, ლია ჩიხლაძის მიმართ, რადგან მისი მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, მოსწავლეებმა მიზანს მიაღწიეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობა ხორციელდება სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი

ყველაფერი სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შესახებ - ცნობარი, რეგისტრაციის ინსტრუქცია და სხვა დეტალები

საჯარო სკოლების სია გამოქვეყნდა, რომლებსაც საბიუჯეტო ცვლილებები შეეხო

აუცილებელი პირობაა თითოეული მსურველის მიერ სულ მცირე ორი გამოცდის ჩაბარება

ცნობარში გაეცნობით მნიშვნელოვან ინფორმაციებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში ველური ბუნების დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაის მესამე კლასში პროექტი „პური ჩვენი არსობისა" ჩატარდა

ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა პირველი სემესტრი ტრადიციული ღონისძიებით დაასრულეს
დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მწვანე მომავლის“ წევრებმა დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინფორმაციო სეხვედრა ჩაატარეს

აქტივობა მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა
საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება