მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები ხორციელდება.
ამჯერად, სკოლის მე-6ა, მე-6გ, მე-8ბ და 8გ კლასებში, პედაგოგ თამარ უგლავას ხელმძღვანელობით, პროექტი თემაზე - „Whats scares you most“ ჩატარდა.
მოსწავლეებმა ინგლისურენოვან პროექტზე მუშაობისას ცოდნა და შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ კლასში, თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის მომზადება საინტერესო, შთამბეჭდავი და დამაფიქრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის.
ისინი პროექტის მეშვეობით ერთმანეთს უკეთ გაეცნენ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეებს ინგლისური ენის უკეთ შესწავლაში ეხმარება, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია, რომელ მასწავლებლებს მიენიჭებათ პრიორიტეტი
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა