სიახლეები
სიახლეები

ექოლალია ბავშვებში - რას ნიშნავს და რა უნდა ვიცოდეთ 
18-05-2024
-
+


ექოლალიის მქონე ადამიანები იმეორებენ ხმაურს, სიტყვებს ან ფრაზებს, რომლებიც ესმით. მათ შეიძლება ვერ შეძლონ ეფექტური კომუნიკაცია, რადგან უჭირთ საკუთარი აზრის გამოხატვა. ექოლალიის მქონე ადამიანს შეუძლია მხოლოდ შეკითხვის გამეორება და არა მასზე პასუხის გაცემა. მეტყველების დაწყების პერიოდში ექოლალია არის კომუნიკაციის, ენის შესწავლის ერთ-ერთი საშუალება.

განმეორებითი მეტყველება ენის განვითარების  გავრცელებული ნაწილია და ჩვეულებრივ გვხვდება  პატარებში, რომლებიც სწავლობენ კომუნიკაციას. 2 წლის ასაკში ბავშვების უმეტესობა იწყებს საკუთარი გამონათქვამების შერევას და მოსმენილის გამეორებას, ეს სიმპტომები ტიპურად შეიძლება ჩაითვალოს 3 წლამდე. შემდეგ თუ  ექოლალია დარჩება ბავშვის მეტყველების ძირითად ფორმად,  უნდა მივმართოთ სპეციალისტს. 

ექოლალია 2 სახისაა: მყისიერი – როცა ბავშვი იმ მომენტში გაგონილს იმეორებს და გადავადებული – ანუ ადრე მოსმენილის გამეორება.

შესაძლოა ექოლალია ბავშვმა გამოიყენოს შემდეგ სიტუაციებში: მაგალითად, როცა სურს პაუზის შევსება, ანუ მას უნდა მონაწილეობა მიიღოს საუბარში, მაგრამ ჯერ არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ამიტომ ავსებს პაუზას იმ სიტყვით, რაც გაიგო უფროსისგან და იმ სიტუაციის შესატყვისი ჰგონია. 

ასევე, როდესაც ბავშვს სურს გვითხრას თანხმობა, თუმცა იმეორებს ჩვენ მიერ ნათქვამ წინადადებას, შესაძლოა ეს იმიტომ რომ, მას იშვიათად ესმის „კი“. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა მივცეთ ბავშვს მაგალითი და დასმულ შეკითხვას თავადვე ვუპასუხოთ მცირეოდენი პაუზის შემდეგ. მაგ: გშია? კი, მე მშია. შენ გშია?  ასევე შეიძლება ბავშვი ექოლალიას იყენებდეს როგორც დამამშვიდებელს, როცა შეშინებულია, ან რაიმეს განიცდის. ამ დროს ნაცნობი სიტყვების გამეორება ეხმარება და აწყნარებს მას, მსგავსი ტიპის ექოლალია ძირითადად გვხვდება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

„ეტალონის“ ინგლისური ენის ოლიმპიადა პირველად ტარდება

სიახლეები

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

გამორჩეული ათეულების შესახებ გაიგზავნება წარმატების დამადასტურებელი საინფორმაციო წერილები

სიახლეები
საზოგადოება