მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმში, კერძო სკოლა „თამარისში“ პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს. მშობლის თქმით, ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მოსწავლეს აბულინგებდნენ. მშობელმა აღნიშნულის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა, თუმცა ფაქტზე რეაგირება არ მომხდარა, - ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
„თამარისის“ მფლობელმა მედიასთან მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ბავშვების „თამაშს“ ძალადობა არ შეიძლება ეწოდოს.
„ერთი მშობლის ნათქვამი არ შეიძლება სიმართლე იყოს. თუ მართლაც მოხდა აღნიშნული შემთხვევა მაშინ ინციდენტში თავისი ბავშვიც მონაწილეობდა. ხელზე ჩალურჯებები არ ჰქონია, მე არ მინახავს. გამოკითხეთ კლასელები და მიხვდებით, რაშია საქმე. ჩემი მოკვლევით ის გაირკვა, რომ ბავშვები თამაშობდნენ, ტანსაცმლის გახდის პროცესში აღნიშნული მოსწავლეც მონაწილეობდა“, - განაცხადა ზაურ სოლომონიძემ, რომელიც კერძო სკოლა „თამარისის“ მფლობელია.
თუ ძალადობის შემთხვევა არ ყოფილა, მაშინ მშობელს რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს? - აღნიშნულ კითხვაზე სოლომონიძე პასუხობს, რომ არ აინტერესებს ერთი მშობლის პრეტენზია.
„ასეთ რამეებზე პასუხს არ ვცემ. იმდენი „ხუშტურიანი“ ადამიანია მაშინ, პასუხების გაცემით უნდა ვიყო დაკავებული და საქმე არ უნდა ვაკეთო“, - აცხადებს ზაურ სოლომონიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ