მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, ჩვენი სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ბუიღლიშვილმა (მწვრთნელი გ.ჩაფიძე), ბათუმში გამართულ საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის - გელა ჯანელიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, 85 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, დაიკავა პირველი ადგილი.
სკოლაში მოსწავლის გამარჯვება ახარებთ, მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„სასკოლო თემის ყველა წარმომადგენელი ვამაყობთ ლუკას ღირსეული გამარჯვებით და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ საქართველოს პირველობაზე, რომელიც ა/წ მარტის თვის მეორე ნახევარში გაიმართება ქ. გორში. იმედი გვაქვს, რომ ლუკა კვლავაც გვასახელებს და გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ევროპისაკენ სავალ გზაზე“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა