მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში, პროექტებით სწავლებას და მოსწავლეთათვის საინტერესო, მათ სურვილებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, VIIგ კლასში, ინგლისურ ენაში, საინტერესო პროექტი განხორციელდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტის თემა - My dream school, გახლდათ და მას მასწავლებელი თამარ მიქაუტაძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა მათთვის საოცნებო სკოლის მოდელი წარმოადგინეს, შექმნეს პლაკატი და საკლასო ოთახში განათავსეს, ისაუბრეს, როგორი უნდა იყოს იდეალური სკოლა და თავიანთი შეხედულებები თამამად დააფიქსირეს.
მოსწავლეებმა, ინგლისურ ენაში მეტყველებისა და წერის უნარები უკეთ განივითარეს და საკლასო აუდიტორიის წინაშე პრეზენტაცია საინტერესოდ მოაწყვეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა