TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა 1921 წელს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს
27-02-2024
-
+


კერძო სკოლა „ცოდნაში“ სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს დიდი მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა საბჭოთა ოკუპაციის დღე გაიხსენეს. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა მოინახულეს ქართველ იუნკერთა მემორიალი კოჯორში. მათ პატივი მიაგეს 1921 წელს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა დარეჯან ცხომარიამ ისაუბრა 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს იძულებითი გასაბჭოების და იუნკრებთან ერთად დაღუპული მოხალისე მოწყალების დის, 19 წლის მარო მაყაშვილის შესახებ. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.

აღნიშნულ დღეს, მე-9 კლასის მოსწავლემ, ნიკოლოზ პაპიაშვილმა წაიკითხა ამავე თემაზე შექმნილი, ცისფერყანწელთა ორდენის წარმომადგენლის, სიმბოლისტი პოეტის კოლაუ ნადირაძის ცნობილი ლექსი, 25 თებერვალი. 1921 წელი(...შემოდიოდა სიკვდილი ცელით...), რომელიც მან საბჭოთა ოკუპაციას მიუძღვნა.

„მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ეს ლექსი ალბათ ყველაზე ნათლად ასახავს 1921 წელს ჩვენი ქვეყნის თავზე დატრიალებულ საშინელ ტრაგედიას, რასაც ერთი სიტყვით – „გასაბჭოებას“ ეძახდნენ, თუმცა ამ დღის ტრაგიზმი და მნიშვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე ამას ეს ერთი, საზარელი სიტყვა იტევს“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.

1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება