მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლაში, მოსწავლეების წახალისებას - იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესითა და უყვარდეთ სპორტი, დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლა ყოველთვის უწყობს ხელს მოსწავლეებს ჩაერთონ სპორტულ ღონისძიებებში და თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლე ბორის გულბანი მონაწილეობდა მუნიციპალიტეტში გამართულ ბიატლონის ტურნირში, სადაც 15 წლამდე ასაკის ვაჟებში, მე-3 ადგილი დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბიატლონის ტურნირი - „ბიატლონ სვანეთი 2024“, პირველად გაიმართა. შეჯიბრება, რომელში 34 სპორტსმენი მონაწილეობდა, კურორტ მუაშში ჩატარდა.
ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფოს რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სამოყვარულო ტურნირზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები.
ღონისძიება, უფრო შთამბეჭდავი, შეჯიბრების მიმდინარეობისას კურორტ მუაშში წარმოდგენილი სვანური ფოლკლორის ნიმუშებით გახდა.
სკოლაში დიდი სიამაყით ულოცავენ მოსწვალეს მიღწეულ წარმატებას, მას წინსვლას და სამომავლო გამარჯვებებს უსურვებენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა